იტალიაში მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაღუპულთა რაოდენობამ 250-ს მიაღწია. დაშავებულია 365 მოქალაქე.
6.2 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა ცენტრალურ იტალიაში ოთხშაბათ დილით მოხდა. დაინგრა ეპიცენტრთან მდებარე პატარა ქალაქები და სოფლები.
ნანგრევებიდან ხალხის გადასარჩენად 5 000 მაშველი მუშაობს. იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ დანგრეული ქალაქების ასაშენებლად 50 მილიონი ევროს გამოყოფა გადაწყვიტა.