logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: რეზოლუციას ჩვენთვის ჩალის ფასი აქვს, უსამართლოა ის ტექსტი, რომელიც არის წარმოდგენილი
- +

17 ნოემბერი. 2022. 22:24

 

ამ რეზოლუციას ჩვენთვის ჩალის ფასი აქვს ერთი მარტივი მიზეზის გამო, აბსოლუტურად უსამართლოა ის ტექსტი, რომელიც არის წარმოდგენილი. სამარცხვინოა ასეთი ჩანაწერები და საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს ამ ჩანაწერებს, რაც ხვდება ასეთ რეზოლუციებში - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული შესწორების შესახებ დასმული კითხვის პასუხად.

კობახიძემ ცალკეულ ევროპარლამენტარებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მათ აქვთ სხვადასხვა სახის პოლიტიკური ინტერესი.

სინამდვილეში, ყველამ ყველაფერი იცის რა ხდება საქართველოში. გლუკსმანი არის სოციალისტების ჯგუფის წევრი, ეს კაცი იყო სააკაშვილის კორუფციის ერთ-ერთი ბენეფიციარი. დაჰყავდა კუნძულ ბალიზე, ერთად სეირნობდნენ და ა.შ. აქ პარტიულ კუთვნილებას აღარ აქვს მნიშვნელობა, როდესაც მეგობრობაზეა საუბარი. ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან ყველაფერი. რაღაც მოლოდინები ჰქონდათ ჩვენგან, რომელიც ეტყობა არ გავუმართლეთ. მათ აქვთ სხვადასხვა სახის პოლიტიკური ინტერესი, თორემ ყველამ ყველაფერი იცის.

კუბილიუსმა, დამიჯერეთ, ყველა ევროპარლამენტარზე უკეთესად იცის რაც ხდება სინამდვილეში საქართველოში“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, 2004-2012 მდე ჩამოყალიბებული იყო დანაშაულებრივი რეჟიმი, რაც 2012 წელს დემოკრატიული რეჟიმით შეიცვალა

მთავარია სიმართლე სად არის. სიმართლე არის ის, რომ საქართველოში 2004-2012 მდე ჩამოყალიბებული იყო დანაშაულებრივი რეჟიმი, 2012 წელს ეს რეჟიმი შეიცვალა დემოკრატიული მმართველობით და არცერთი ნაბიჯი ჩვენ უკან არ დაგვიხევია მთელი ამ წლების განმავლობაში, ფაქტებით შეგვიძლია ამის დამტკიცება. არსად არ ყოფილა უკუსვლა. ერთი სფერო არ არსებობს, სადაც ქვეყანამ უკან დაიხია და პირიქით, სადაც არ ჰქონდა ფუნდამენტური წინსვლა. ეს არის სიმართლე და ვამტკიცებთ კიდეც. დანარჩენი არის უბრალოდ სამარცხვინო საუბარი“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა სვენ მიქსერის ანგარიშის კომპრომისულ ვარიანტს საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner