logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე ჯინ შაჰინზე: რამდენი განცხადებაც კი გაუკეთებია, 10-დან 7 მინიმუმ ნაცმოძრაობის მხარდამჭერია და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება
- +

17 ნოემბერი. 2022. 23:33

 

2012 წლიდან მოყოლებული სამწუხაროდ ეს ქალბატონი ნაცმოძრაობის ლობისტად და მათ მეგობრად გვევლინება. რამდენი განცხადებაც კი გაუკეთებია, 10-დან 7 მინიმუმ მათი მხარდამჭერია და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ სენატორ ჯინ შაჰინზე საუბრისას განაცხადა.

ბოლო თვეების განმავლობაში ქალბატონი შაჰინის განცხადებები ჩვენ არ გვახსოვს საქართველოსთან მიმართებაში, უბრალოდ არ ჩანდა. დავიჯეროთ, რომ დამთხვევაა, მაგრამ 2 დღის წინ საქართველოში იმყოფებოდა ევროკავშირის გაფართოების კომისარი, რომელმაც არა მხოლოდ ცივი წყალი გადაასხა საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებს, არამედ მთლიანად ნარატივს, რომ თითქოს საქრთველოში უკუსვლაა და ა.შ. მან თქვა, რომ საქართველო კარგად ასრულებს ვალდებულებებს და მისი ყველა გზავნილი იყო პოზიტიური. ზუსტად 2 დღის თავზე ქალბატონმა შაჰინმა და არა მხოლოდ მან სცადეს შემოტრიალება ამ ძალიან პოზიტიური ტრენდის ისევ ნეგატიურისკენ“, - განაცხადა მდინარაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner