logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ ისეთი დღეებიც, როდესაც უკიდურესად არაობიექტური მოცემულობები დაგვხვდა სხვადასხვა რეზოლუციაში. აქ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან 2 რამ: რა არის სინამდვილეში და რეზოლუციაში რა წერია
- +

17 ნოემბერი. 2022. 23:59

 

სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ ისეთი დღეებიც, ისეთი მომენტებიც, როდესაც უკიდურესად არაობიექტური მოცემულობები დაგვხვდა სხვადასხვა რეზოლუციაში. აქ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან 2 რამ: რა არის სინამდვილეში და რეზოლუციაში რა წერია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

რეზოლუციაში მოხვედრილი სხვადასხვა საკითხი ხანდახან არაობიექტურია. როდესაც მაგალითად, შვეიცარიის საბანკო სისტემაში, სიდიდით მეორე ბანკის რეპუტაციაც კი მეასეხარისხოვანი აღმოჩნდა იმ რაღაცასთან მიმართებით, რითაც შანტაჟდებოდა კონკრეტული ადამიანი, რომ შემობრუნებულიყო პოლიტიკაში, აღმოჩნდა მეასეხარისხოვანი იმ მიზნებთან დაკავშირებით, რაც რბილად რომ ვთქვათ, ჩვენი ქვეყნისთვის არ იყო მაინც და მაინც კარგი. აქ უკვე აღარ გიკვირს, რატომ შეიძლება მოხვდეს სუბიექტური და ფეიკ რაღაცები, მათ შორის, სამწუხაროდ, მსგავს რეზოლუციებში“, - აღნიშნა მდინარაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner