logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ნამდვილი ევროპული ღირებულებაა, როდესაც ახერხებ განვითარებას და შენი წარსულის პატივისცემას. ამას ებრძვიან და ამიტომ არ არის ბატონი რომან გოცირიძის ნათქვამი შემთხვევითი
- +

18 ნოემბერი. 2022. 00:52

 

რომან გოცირიძის გამონათქვამებზე ხშირად მეღიმება ხოლმე, მაგრამ ეს არის საკითხი, რომელზე არ მეღიმება ნამდვილად, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის „ფეისბუქ“ სტატუსს,სადაც ის აღნიშნავს, რომ საქართველოში მეტი ეკლესიები კი არ უნდა ვაშენოთ, არამედ მეტი სკოლები.

„ჩვენ გვახსოვს სერია ეკლესიაზე თავდასხმებისა. ეს შემთხვევითი არ იყო, ეროვნული იდენტობის, შენი წარსულის წინააღმდეგ ბრძოლა გაიძულებს მათ შორის, რომ ეკლესიის წინააღმდეგაც იბრძოლო, რადგან ეკლესიასაც აქვს უდიდეს როლი შენი იდენტობის შენარჩუნების საქმეში. ერთ-ერთი ყველაზე დამაზიანებელი და მავნებლური პროპაგანდა არის შემდეგი - განვითარება და ტრადიცია, ეროვნული იდენტობა, რწმენა დააყენოს სხვადასხვა მიმართულებით. ანუ გამომრიცხველ გარემოებებად - თუ არის განვითარება, იქ შენ იდენტობაზე, წარსულზე და ტრადიციებზე პრეტენზიები ნუ გაქვს. სადაც არის ტრადიცია, მაშინ უარი თქვი განვითარებაზე - ასეთ ლოგიკას ავითარებენ და ავიწყდებათ ჩვენი ქვეყნის ისტორია. მაგალითად, როდესაც განვითარებაზე და თანამედროვეობაზე ლაპარაკობენ, გენდერთან დაკავშირებით არის ხოლმე ხშირად საუბარი. ავიწყდებათ, რომ 1918 წელს ჩვენ პარლამენტარი ქალები გვყავდა, როცა ჩვენს დღევანდელ მეგობარ ქვეყნებში ასეთი არ იყო და წარმოუდგენლადაც მიაჩნდათ. რამდენი ქვეყანა გახსენდებათ, რომ მეფე ჰყავდათ ქალი. ჩვენ, ქართველებს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი გუშინდელი დღე, წარსული, ტრადიციები, ეკლესია, რწმენა, ეროვნული იდენტობა და განვითარება არის თავსებადი რამ. ეს არის ნამდვილი ევროპული ღირებულება, როდესაც შენ ახერხებ განვითარებას და შენი წარსულის პატივისცემას. ამას ებრძვიან და ამიტომ არ არის ბატონი რომანის ნათქვამი შემთხვევითი და ამიტომ არ უნდათ დააყენონ უსწორობის ნიშანი, რწმენას ეკლესიას და განვითარებას შორის“, - აცხადებს მდინარაძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner