საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს ასეთი მოცემულობა, რაც დევს ხელისგულზე - რამდენიმე ევროპარლამენტარი გვაკრიტიკებს და აღმასრულებელი, ანუ უშუალოდ ვისაც ეხება ეს ყველაფერი, ეს ადამიანი გვაქებს, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ცალკეული ევროპარლამენტარები ხელისუფლებას აკრიტიკებენ, ხოლო ვისაც ეხება ევროკავშირის გაფართოების აღსრულება ის ადამიანი ხელისუფლებას აქებს. მისი თქმით, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ კუბილიუსის და ფოტიგას გზავნილები არ ემთხვევა ვარჰეის გზავნილს.
,,მოკლედ ვთქვათ და მარტივად. ამიტომ იყვნენ ვარჰეიზე გაწიწმატებულები და ევროპის გაფართოების კომისარს რუსეთის აგენტი ეძახეს. ამის იქით ვერ წავა ფანტაზია. ალბათ, ადამიანს ძალიან დიდი სიბინძურის თქმა რომ მოგინდეს, მაინც ვერ მოიფიქრებ ამას. შეიძლება დაუშვა და იყო მკადრებელი რაღაცის, მაგრამ ეს შეიძლება ამ შემთხვევაშიც არ მოგაფიქრდეს, რომ ევროპის გაფართოების კომისარს რუსეთის აგენტი ეძახო, მაგრამ ესეც მოახერხეს ჩვენმა ოპონენტებმა. კუბილიუსის, ფოტიგას და ვარჰეის პოზიციები აბსოლუტურად განსხვავებულია. მე ეს მაძლევს იმედს. გასაგებია, რომ ევროპარლამენტიდანკრიტიკული გზავნილებია, მაგრამ ამის უშუალოდ აღმსრულებელი, რაც ჩვენი მიზანია - ევროპული ოჯახის წევრობა და შესაბამისი ნაბიჯები და შესაბამისი საფეხურების გავლა ვისი გადასაწყვეტიცარის, იმ რგოლიდან, ანუ აღმასრულებელი რგოლიდან, გვაქებს. ევროკავშირიდან ძალიან პოზიტიური გზავნილები იყო და, სხვათა შორის, კარგი თანხვედრა იყო ნატოს გენერალური მდივნის პოზიტიური გზავნილი, რომელსაც კარგად დაემთხვა, ამ შემთხვევაში, და ერთდროულად იყო გახმოვანებული, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის იყო მესიჯი, რომ საქართველო მიდის სწორ გზაზე. ახლა ამის არ შემჩნევას განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება,” - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.