logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი ნაცმოძრაობაზე: მათ განა განაახლეს პარტია - ყველაზე რადიკალური გზა შესთავზეს ამომრჩეველს, რევოლუციური გზა, რაც მისაღები უკვე აღარ იყო
- +

18 ნოემბერი. 2022. 01:40

 

მათი დეგრადაციის პროცესი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც იყო და სწორედ ამიტომაც ისინი კარგავდნენ მხარდაჭერას. ჯერ კიდევ 2008 წლის ომის შემდეგ, ეს იყო პარტია, რომელიც ხელისუფლებაში იყო, მაგრამ არ ეყო არც ღირსება და არც გამბედაობა მისი ლიდერის ხელმძღვანელობით, რომ გადამდგარიყო და ჩამოშორებულიყო პოლიტიკურ პროცესს, - ამის შესახებ ექსპერტმა, ლევან ნიკოლეიშვილმა, გადაცემაში „იმედი LIVE“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

2012 წელს ისინი გადავიდნენ ოპიზიციაში და აქ იწყება ყველაზე მთავარი - მათ ვერ შეძლეს იმის გააზრება, თუ რატომ დამარცხდნენ. ბევრი მიზეზი არსებობდა, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი იყო, რომ ხალხის ნდობა და საერთაშორისო მხარდაჭერა დაკარგეს. ასევე დაკარგეს ტერიტორიების 20%, ომი წააგეს, მაგრამ ამ ყველაფერს ხომ გააზრება სჭირდებოდა? შემდეგ კი დაგეგმვა, რომ ისევ მოსულიყვნენ ხელისუფლებაში, მაგრამ ამისთვის მათ სჭირდებოდათ ამ შეცდომების გამოსწორება, წარსული გაკვეთილების შესაწავლა და ახალი შეეთავაზებინათ ამომრჩევლებისთვის. მათ განა განაახლეს პარტია - ყველაზე რადიკალური გზა შესთავზეს ამომრჩეველს, რევოლუციური გზა, რაც მისაღები უკვე აღარ იყო“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner