„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა დასაგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ს.ა. განზრახმკვლელობის ბრალდებით დააკავეს“, - ამის შესახებ აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზერა მდენიმე ჭრილობა მიაყენა ახლად გაცნობილ ქალს - 1986 წელს დაბადებულშ.ღ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა,
ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებროღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ს.ა. მომხდარიდანმალევე, თბილისში დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითმიმდინარეობს“, - აცხადებენ სამინისტროში.