25 აგვისტოს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბრძანებით, სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ რატი ბრეგაძე დაინიშნა.
რატი ბრეგაძე დაიბადა 1982 წლის 12 დეკემბერს, 2005 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 2011 წელს დაამთავრა ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. მინიჭებული აქვს სამართლის დოქტორის ხარისხი.