logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ქართულ პოლიტიკაში ყველაფერი არ მოსულა, მათი არჩევანია თვითდესტრუქცია, Good luck ყველასთვის ბალასტებო
- +

18 ნოემბერი. 2022. 16:28

 

 

„ქართულ პოლიტიკაში ყველაფერი არ მოსულა - გახარიები, ბერძენიშვილები, გუბაზები, ბესელიები და სხვა უსაქციელონნი ვერასდროს დაბრუნდებიან საწყის ეტაპზე. მათი არჩევანია თვითდესტრუქცია დროებითი სარგებლის გამო“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

ანალიტიკოსი პარტია „საქართველოსთვის“ წევრის ნათია მეზვრიშვილის ფეისბუკსტატუსს აზიარებს და აღნიშნავს, რომ მეზვრიშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში ყოფნისას, საქართველოზე გამოქვეყნებულ არაერთ საერთაშორისო დადებით რეიტინგზე გვამცნობდა, თუმცა, გახარიას მთავრობიდან სამარცხვინო გაქცევის შემდეგ, თურმე ყველაფერი ჩამოიშალა.

 

როგორც აბაშიძე წერს, გახარიას პარტია რომ თუნდაც NDI-ს და IRI-ს „კვლევებს“ მიღმაა, ბევრ რამეზე მიუთითებს მათდამი დასავლეთის დამოკიდებულებაზე.

 

„გახარიას რაღაც პარტია რომ თუნდაც NDI-სა და IRI-ს „კვლევებს“ მიღმაა, ბევრ რამეზე მიუთითებს მათდამი დასავლეთის დამოკიდებულებაზე. შეეძლოთ თუნდაც „მოღიმარი ჯოკონდა“ დავით ბაქრაძესავით „გაეპიარებინათ“, მაგრამ ხედავენ რა რეალურ მაჯისცემას, საზოგადოებას ვერ უბედავენ მათთვის რაიმე %-ს დაწერას. ნათია მეზვრიშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში ყოფნისას, საქართველოზე გამოქვეყნებულ არაერთ საერთაშორისო დადებით რეიტინგზე გვამცნობდა. იყო მოწონება და ჩვეული უსაფუძვლო კრიტიკა. თუმცა, გახარიას მთავრობიდან სამარცხვინო გაქცევის შემდეგ, თურმე ყველაფერი ჩამოიშალა და „ოლიგარქმა ივანიშვილმა“ „დაღუპა ქვეყანა“. თუნდაც ქართულ პოლიტიკაში ყველაფერი არ მოსულა - გახარიები, ბერძენიშვილები, გუბაზები, ბესელიები და სხვა უსაქციელონნი ვერასდროს დაბრუნდებიან საწყის ეტაპზე. მათი არჩევანია თვითდესტრუქცია დროებითი სარგებლის გამო. Good luck ყველასთვის ბალასტებო!“ - წერს გია აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner