logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი ნათია მეზვრიშვილს: გახარიამ თავი ქართულ პოლიტიკას და საზოგადოებას, გუნდის ღალატით და ზურგში დანის ჩაცემით დაამახსოვრა, აბა თქვენ იცით, არ ჩამორჩეთ
- +

18 ნოემბერი. 2022. 16:29

 

 

„ტრაგიკომიკური ის არის, რომ გახარიას ხალხი თან „ნაცობენ,“ თან ვერც „ნაცობენ,“ თან „ნაცების“ რაღაც „ჩინური“ ვარიანტი არიან ! ჰა, აგერ არის 2024 წელი აბა რამდენ ხმას აიღებთ არჩევნების დროს, საპარლამენტო პენსია კი შეგრჩებათ, მაგრამ ღირდა კი ეს ყველაფერი თუნდაც პოლიტიკური სახელის გაფუჭებად?!“ - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილის ფეისბუკსტატუსს, რომლის თანახმად მეზვრიშვილი პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინტერპელაციის წესით გამოსვლაზე ამბობს, რომ წარსულის პრემიერის გამოსვლა იყო, რომელსაც კავშირი არ აქვს აწმყოსთან და მით უმეტეს მომავალთან.

 

როგორც ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, დადგება 2024 წელი და ნახავს საზოგადოება, თუ რამდენ ხმას აიღებენ არჩევნების დროს.

 

ნიკოლეიშვილის თქმით, საპარლამენტო პენსია კი შერჩებათ, მაგრამ აქვე სვამს კითხვას, ღირდა კი ეს ყველაფერი თუნდაც პოლიტიკური სახელის გაფუჭებად?!

 

„ასეთ ადამიანს უნდა ჰკითხო, ნუთუ მართლა არ გრცხვენია? თავი, რომ პოლიტიკოსად წარმოგიდგენიათ, ყველაზე დიდი პოლიტიკური ავანტიურისტის გიორგი გახარიას გუნდის წევრმა/წევრებმა საერთოდ ვინმეზე, რომ არ უნდა ილაპარაკო ნუთუ ვერ ხვდებით? გახარიამ თავი ქართულ პოლიტიკას და საზოგადოებას, გუნდის ღალატით და ზურგში დანის ჩაცემით დაამახსოვრა, აბა თქვენ იცით, არ ჩამორჩეთ, თქვენი თავი გესლიანი უაზრობებით დაამახსოვრეთ! თან ტრაგიკომიკური ის არის, რომ გახარიას ხალხი თან „ნაცობენ,“ თან ვერც „ნაცობენ,“ თან ნაცების რაღაც „ჩინური“ ვარიანტი არიან! ჰა, აგერ არის 2024 წელი აბა რამდენ ხმას აიღებთ არჩევნების დროს, საპარლამენტო პენსია კი შეგრჩებათ, მაგრამ ღირდა კი ეს ყველაფერი თუნდაც პოლიტიკური სახელის გაფუჭებად?!“ - წერს ნიკოლეიშვილი ფეისბუკზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner