logo_geo
eng_logo
ოკუპირებულ ცხინვალში დისლოციერებული სამხედრო ბაზა სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია
- +

26 აგვისტო. 2016. 12:24


 

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში მდებარე რუსული სამხედრო ბაზის ქვედანაყოფი სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი.

 

 

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში დისლოცირებული სამხედრო ბაზის ქვედანაყოფები მოულოდნელი შემოწმების ფარგლებში, უმაღლესი დონის საბრძოლო მძადყოფნაში იმყოფებიან და მუდმივი დისლოკაციის პუნქტიდან მაღალმთიან პოლიგონზე გადაინაცვლეს", - ნათქვამია განცხადებაში და ასევე აღნიშნულია რომ, სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია ათასამდე სამხედრო და 200-მდე ერთეული სამხედრო ტექნიკა.

 

 

შეგახსენებთ, რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება 25 აგვისტოს გამოცხადა. შემოწმება, რომელიც 31 აგვისტომდე გაგრძელდება, სექტემბერში დაგეგმილი სტრატეგიული სამხედრო წვრთნის „კავკაზ 2016"-ისთვის მზადების ფარგლებში ხორციელდება.



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner