აფხაზეთის სოფლის მეურნეობის ე.წ. მინისტრმა ბესლან ჯოპუამ რუსეთის ვაჭრობის წარმომადგენელთან, ზალინა კობესოვასთან შეხვედრა გამართა.
რუსული მხარე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობას ციტრუსისა და თაფლის ექსპორტის გაზრდაზე შეუთანხმდა.
„ჩვენ შევთანხმდით სავაჭრო ბრუნვის მოცულობის გაზრდასა და ხელსაყრელი პირობების შექმნაზე. აფხაზეთის მთავრობა დაინტერესებულია რუსეთთან მრეწველობისა და სხვა სფეროების ერთობლივი პროექტების განვითარებაში“, - განაცხადა ჯოპუამ.