logo_geo
eng_logo
რუსეთი აფხაზეთის ე.წ. მთავრობას ვაჭრობის მოცულობის გაზრდაზე შეუთანხმდა
- +

19 ნოემბერი. 2022. 01:00

 

 

აფხაზეთის სოფლის მეურნეობის ე.წ. მინისტრმა ბესლან ჯოპუამ რუსეთის ვაჭრობის წარმომადგენელთან, ზალინა კობესოვასთან შეხვედრა გამართა.

 

რუსული მხარე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობას ციტრუსისა და თაფლის ექსპორტის გაზრდაზე შეუთანხმდა.

 

„ჩვენ შევთანხმდით სავაჭრო ბრუნვის მოცულობის გაზრდასა და ხელსაყრელი პირობების შექმნაზე. აფხაზეთის მთავრობა დაინტერესებულია რუსეთთან მრეწველობისა და სხვა სფეროების ერთობლივი პროექტების განვითარებაში“, - განაცხადა ჯოპუამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner