ჰაკერებმა რუსეთის სახელმწიფო მარეგულირებელი კომპანია „როსკომნადზორის“ სერვერებზე კიბერშეტევა განახორციელეს.
ჰაკერებმა კომპანიის თანამშრომლების დოკუმენტები, მიმოწერა და ელ-ფოსტები ჩამოტვირთეს.
კრემლის მთავარი ცენზორის მუშაობა ამჟამად შეფერხებულია.
ნაპოვნია უზარმაზარი მასალა, რომელიც ადასტურებს, რომ „როსკომნადზორი“ მეთვალყურეობს ყველას, ვინც ბოლო 20 წლის განმავლობაში პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ლაპარაკობდა.