logo_geo
eng_logo
ლევან გაჩეჩილაძე: შესაძლებელია, რომ ბევრად უფრო აკადემიური გახდეს ტელევიზია!
- +

9 მარტი. 2016. 15:55


"მაესტროს" გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე ადასტურებს, რომ დღეს საღამოს ჟურნალისტებთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი, რომელიც მის სახლში შედგება.


„ჟურნალისტებს ხშირად ზედაპირული მიდგომები აქვთ რაღაც საკითხებზე და მე მაქვს ახალი, ინოვაციური მოსაზრებები, რის გამოც შესაძლებელია ბევრად უფრო აკადემიური გახდეს ტელევიზია", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.


"არც ბაჩო კიკაბიძესთან და არც ბაია გადაბაძესთან საჯარო პოლემიკაში აყოლას არ ვაპირებ. ვაპირებ პასუხისმგებლობით გავაკეთო ის საქმე, რა პასუხისმგებლობაც ავიღე. აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერს სჭირდება დრო. ხაზგასმით ვიცი რამდენიმე პრინციპი - ძალადობას არ ვაპირებ, დღეს-ხვალ ფაქსიმილიებს გადმოვიბარებ და დავნიშნავ ჩემს მოადგილეს, რომელიც ფინანსურ საკითხებზე იზრუნებს.

 

რაც შეეხება ჟურნალისტებთან შეხვედრას. ის, რაც ჟურნალისტებს და მათ საქმიანობას ეხება, ყველა დეტალს ავუხსნი, ვისაუბრებ მათ საქმიანობზე. ეთერის უწყვეტობა არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ეს ეთერი, მისი სარეკლამო დრო დატვირთულია სერიოზული კონტრაქტით, რომელმაც უნდა შემოიტანოს ძირითადი თანხა, თვითონ კოლექტივისა და კომპანიისთვის, ვგულისხმობ "იმედთან" გაფორმებულ ხელშეკრულებას", - აღნიშნა გაჩეჩილაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner