logo_geo
eng_logo
თეთრი სახლი: რუსეთი პატიმრების გაცვლასთან დაკავშირებით სერიოზულ მოლაპარაკებებზე უარს ამბობს
- +

19 ნოემბერი. 2022. 10:36

 

 

საჯარო განცხადებების მიუხედავად, რუსეთი პატიმრების გაცვლასთან დაკავშირებით სერიოზულ მოლაპარაკებებზე უარს ამბობს. ამის შესახებ ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.

 

„რუსეთის ხელისუფლების ქმედებები ეწინააღმდეგება იმას, რაზეც ისინი საჯაროდ საუბრობდნენ. ბოლო თვეების განმავლობაში მათი მხრიდან სერიოზული მსჯელობა არ ყოფილა“, - ასე უპასუხა მან კითხვას აშშ-სა და რუსეთს შორის პატიმრების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებების თაობაზე.

 

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ ორმა ქვეყანამ პატიმრების გაცვლების საკითხში შეთანხმებას ვერ მიაღწია, თუმცა ამ საკითხზე კონტაქტები სპეციალური არხის მეშვეობით გრძელდება.

 

27 ივლისს, ტელეკომპანია CNN-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთს იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტის რუსეთში დაკავებულ ორ ამერიკელზე გაცვლას სთავაზობს.

 

31 წლის კალათბურთის ვარსკვლავი გრინერი შერემეტიევოს აეროპორტში თებერვალში დააკავეს. ბრალდების მიხედვით, მას ნარკოტიკული ნივთიერება, კანაფის ზეთი ჰქონდა ელექტრონული სიგარეტის კარტრიჯში.

 

2020 წელს, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობაში ბრალდებულ ამერიკელ ყოფილ ქვეითს, პოლ უილანს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამერიკელი პოლ უილანი მოსკოვში ჯაშუშობის ბრალდებით 2020 წლის 3 იანვარს დააკავეს.

 

2012 წელს ამერიკულმა სასამართლომ რუსი ბიზნესმენი ვიქტორ ბუტი იარაღით უკანონო ვაჭრობასა და ტერორიზმის მხარდაჭერაში დამნაშავედ ცნო და 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner