logo_geo
eng_logo
სახელმწიფო დეპარტამენტი: კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს უკრაინიდან თავისი ჯარები, რათა დასრულდეს ეს ომი, რომელსაც ის ვერ და არ მოიგებს
- +

19 ნოემბერი. 2022. 10:45

 

 

კატეგორიულად მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს თავისი ჯარები, რათა დასრულდეს ეს ომი, რომელსაც ის ვერ და არ მოიგებს, მიუხედავად იმისა, თუ როგორი თავზეხელაღებული და საძაგელი ტაქტიკით იმოქმედებს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვედანტ პატელმა განაცხადა.

 

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეაჩეროს ფილტრაციის ოპერაციები, ადამიანის უფლებების, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის და გაეროს წესდების დარღვევები. კატეგორიულად მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს თავისი ჯარები, რათა დასრულდეს ეს ომი, რომელსაც ის ვერ და არ მოიგებს, მიუხედავად იმისა, თუ როგორი თავზეხელაღებული და საძაგელი ტაქტიკით იმოქმედებს. კვლავ უყოყმანოდ ვუჭერთ მხარს უკრაინის ხელისუფლებასა და ხალხს, რომელიც საკუთარ ქვეყანასა და თავისუფლებას იცავს“, - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner