„ბოლო წლებიდან გამომდინარე დღეს ერთ-ერთ საუკეთესო მდგომარეობაში ვართ. სტატისტიკის კუთხით, დაწეულია დანაშაულის რიცხვიც, გახსნის მაჩვენებელიც გაზრდილია“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თბილისისა და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან გამართულ თათბირზე განაცხადა.
მინისტრმა ეფექტიანი მუშაობისთვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა.
„ბევრი მიმართულებით დაკლებულია დანაშაული და ეს თქვენი დამსახურებაა, თქვენი თანამშრომლების დამსახურებაა და მადლობა მინდა გითხრათ ყველას. ბოლო წლებიდან გამომდინარე დღეს ერთ-ერთ საუკეთესო მდგომარეობაში ვართ ყველა, ანუ სტატისტიკის კუთხით, დაწეულია დანაშაულის რიცხვიც, გახსნის მაჩვენებელიც გაზრდილია, რეფორმები, შრომაა თუ სწორი გადაწყვეტილებები და ხაზს ვუსვამ, თქვენი, თქვენი თანამშრომლების დამსახურებაა ნამდვილად და სწორი პოლიტიკის გატარების, კრიმინალის კუთხით“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თბილისისა და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა.