logo_geo
eng_logo
ირაკლი ბერაია: ესპანეთთან თანამშრომლობის გაღრმავება NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია
- +

19 ნოემბერი. 2022. 13:24

 

 

მადრიდში მიმდინარე NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია  ესპანეთის დელეგაციას შეხვდა.

 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, შეხვედრაზე მხარეებმა  ფართო შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომზე, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის, რუსულ ოკუპაციაზე, და რუსეთიდან მომდინარე სხვა სახის კონვენციურ და ჰიბრიდულ საფრთხეებზე ისაუბრეს.

 

მხარეებმა მიმოიხილეს  საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე  და  საქართველოს NATO-ში გაწევრების გადაწყვეტილების დაჩქარების აუცილებლობა და მნიშვნელობა აღნიშნეს.

 

„ესპანეთი ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყნის  ინტეგრაციას NATO-ში და ევროკავშირში და შესაბამისად, ესპანეთთან თანამშრომლობის გაღრმავება, განსაკუთრებით საპარლამენტო დონეზე, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

 

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, ირაკლი ბერაიასთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები: ვლადიმერ ჩაჩიბაია და თეონა აქუბარდია შედიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner