logo_geo
eng_logo
დმიტრო კულება: ჩვენ გვჭირდება გამარჯვება, და არა ფრე - „გაყინულ“ კონფლიქტს პუტინი ნელი მოქმედების ნაღმად გადააქცევს
- +

19 ნოემბერი. 2022. 13:40

 

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინაში „გაყინულ“ ომს პუტინი ნელი მოქმედების ნაღმად გადააქცევს. ამის შესახებ კულებამ პანევროპული კავშირის მონაწილეებისადმი მიმართვაში განაცხადა.

 

„ჩვენ გვჭირდება გამარჯვება, და არა ფრე. თუ რუსეთს ახლა პაუზის შესაძლებლობას მივცემთ, პუტინი „გაყინულ“ კონფლიქტს ევროპის შუაგულში ნელი მოქმედების ნაღმად გადააქცევს. ევროპისთვის ასეთი შედეგისკენ სწრაფვა სტრატეგიული შეცდომა იქნებოდა“, - განაცხადა კულებამ.

 

მან მოუწოდა უკრაინის პარტნიორებს, „არ შესთავაზონ კიევს კომპრომისები ტერიტორიული მთლიანობის ან სუვერენიტეტის ხარჯზე, ვინაიდან ეს ასევე იქნება მათივე კომპრომისები საკუთარი უსაფრთხოების ხარჯზე“.

 

„მოსკოვს არ შეუცვლია საკუთარი ულტიმატიური ტონი და კრემლი არც ახლა არის მზად სერიოზული მოლაპარაკებებისთვის. ისინი აცხადებენ, რომ მზად არიან ამისთვის, მაგრამ სინამდვილეში ეს მოსაჩვენებლად კეთდება, რათა აგრესია გაგრძელდეს. ამის არავის უნდა სჯეროდეს“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner