სააგენტო Reuters-ის ცნობით, ვიეტნამში საწვრთნელი თვითმფრინავის კატასტროფას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთ-ერთი დაღუპული პილოტია, ხოლო მეორე - მიწაზე მყოფი პირი.
ჩეხური წარმოების თვითმფრინავი Aero L-39 Albatros საავტომობილო მაგისტრალზე აფრენიდან მოკლე დროში ჩამოვარდა. ვიეტნამის შეიარაღებულ ძალებში არსებული სიტუაცია ადგილობრივი ჟურნალისტების კრიტიკის ობიექტი ხდება.
მედია გახშირებულ კატასტროფებს ვიეტნამის არმიაში კორუფციის მაღალ დონეს უკავშირებს.