logo_geo
eng_logo
ივანე ჩხაიძე: დეკემბერ-იანვარი გრიპის მაქსიმალური აქტიურობის პერიოდი იქნება
- +

19 ნოემბერი. 2022. 15:08

 

 

საქართველოში ბოლო ორი კვირის განმავლობაში გრიპის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ნოემბერი, დეკემბერი და განსაკუთრებით, დეკემბერ-იანვარი გრიპის მაქსიმალური აქტიურობის პერიოდი იქნება. როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, სწორედ დეკემბერ-იანვარშია ქვეყანაში გრიპის შემთხვევები პიკზე.

 

მხოლოდ კლინიკური მიმდინარეობით ძალიან რთული იქნება განსხვავება ესაა გრიპი თუ კორონავირუსი, ამიტომ ის პაციენტები, რომელთა მდგომარეობის სიმძიმის გამო საავადმყოფოში მოათავსებენ, მათთან აუცილებელი იქნება ამ დიფერენცირების ჩატარება, რადგან მკურნალობა რადიკალურად განსხვავებულია“, - განაცხადა ჩხაიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner