logo_geo
eng_logo
კახეთში ნათესავებს შორის დაწყებული კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა
- +

19 ნოემბერი. 2022. 15:41

 

 

კახეთში ნათესავებს შორის დაწყებული კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა.

 

შემთხვევა გვიან ღამით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 37 წლის მამაკაცმა 25 წლის გიგა არჯევნიშვილს ყელის არეში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ის ადგილზე გარდაიცვალა. დაზიანებები აქვს თავად ბრალდებულსაც, 37 წლის მამაკაცს, რომელიც მკურნალობის კურსს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადის.

 

საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner