logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: პრემიერ მინისტრის პარლამენტში გამოსვლა შთამბეჭდავი, საქმეზე ორიენტირებული იყო, რასაც ოპოზიციამ სრული დილეტანტიზმით უპასუხა
- +

19 ნოემბერი. 2022. 16:20

 

 

„შემრცხვა ოპოზიციის უსუსურობის! შემრცხვა ოპოზიციის უსამშობლობის! თანამედროვე სამყაროში ოპოზიციის როლი ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვანია, ოპოზიცია საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმს ქვეყნის წინსვლისთვის ავლენს, ჩვენს ქვეყანაში არსებული ოპოზიცია კი საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს ქვეყნის ლანძღვაში ავლენს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე 18 ნოემბერს პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინტერპელაციის წესით გამოსვლას.

 

ჩიხელიძემ პრემიერის პარლამენტში გამოსვლას შთამბეჭდავი უწოდა და ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვიდან ორ ასპექტზე გაამახვილა ყურადღება:

 

„პრემიერ მინისტრის პარლამენტში გამოსვლა შთამბეჭდავი, საქმეზე ორიენტირებული იყო, რასაც ოპოზიციამ სრული დილეტანტიზმი და პოპულიზმში დაკარგული სიტყვით უპასუხა. როცა პრემიერს პარლამენტში იბარებ, მინიმუმ სათანადოდ უნდა მოემზადო, რასაც ოპოზიციაზე ვერ ვიტყვით. ოპოზიცია კედელთან მდგომ ოროსან ბავშვს ჰგავდა. განსაკუთრებით შემებრალა გიორგი ვაშაძე, რომლის საქმენი საგმირონი სააშკარაოზე გამოვიდა, საპასუხოდ მხოლოდ თავის დაცვის უბადრუკი მცდელობა ვნახეთ.

 

პრემიერმა საკუთარი სიტყვა ფაქტებზე ააგო, რაც მას სიძლიერეს და დამაჯერებლობას სძენდა. არცერთი ვარაუდი, არცერთი თეორია, პრემიერი მხოლოდ ფაქტებით საუბრობდა, რისი შედეგიც ოპოზიციის გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხება გახლავთ. პრემიერის გამოსვლას დეტალურად არ განიხილავ, რადგან ზოგადად მთლიანი გამოსვლა საინტერესო იყო, მაგრამ მინდა გამოვყო ორი ასპექტი: ჩვენ ყველა ქვეყანას ვცემთ პატივს, მაგრამ ყველაზე მეტად ჯერ ჩვენი ქვეყანა გვიყვარს. ქვეყნის გაერთიანების გარეშე როგორ წარმოგიდგენიათ ჩვენი მომავალი?“, - წერს დავით ჩიხელიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner