logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: პრეზიდენტობა სასჯელისგან თავის არიდების შესაძლებლობას არ იძლევა. სააკაშვილი არის დამნაშავე, რომლის ადგილიც ციხეშია
- +

19 ნოემბერი. 2022. 16:10

 

 

„ევროპის სახალხო პარტიის მიერ მიღებულ რეზოლუციაში რამდენიმე ფაქტობრივი უზუსტობა არსებობს. როგორც ევროპის სახალხო პარტია აცხადებს: საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროკომისიის 12 რეკომენდაციის აშკარა უგულებელყოფა. ფაქტი: საქართველოს მთავრობამ რეკომენდაციების გაცხადების შემდეგ მოახდინა მყისიერი რეაქცია, შექმნა სამუშაო ჯგუფები, უმოკლეს დროში მოხდა საკანონმდებლო ინიციატივების თუ კანონის ფორმირება, პარლამენტისთვის წარდგენა და განხილვა, რეკომენდაციების ნაწილს პარლამენტი იხილავს, ნაწილი კი საკომიტეტო მოსმენების ფორმატში იმყოფება“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, სააკაშვილის რეჟიმმა ასობით ადამიანი იმსხვერპლა, სახალხო პარტიის რეაქცია კი ნულს უტოლდებოდა:

 

„შემდეგი უზუსტობა სააკაშვილს შეეხება, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს ციხეში პუტინის პირადი ტყვე, პოლიტპატიმარი სააკაშვილი იმყოფება. საქართველოს ციხეში სასჯელს მხოლოდ დამნაშავეები იხდიან. რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, როდესაც საქართველოს ციხეები პოლიტპატიმრებით იყო სავსე, სად იყო ევროპის სახალხო პარტია? ისინი რეჟიმის შემქმნელებთან ერთად, საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე ისვენებდნენ, დანაშაულზე კი თვალს ხუჭავდნენ.

 

პოლიტპატიმრები რომ გვერდზე გადავდოთ, სააკაშვილის რეჟიმმა ასობით ადამიანი იმსხვერპლა, სახალხო პარტიის რეაქცია კი ნულს უტოლდებოდა, რა თქმა უნდა, ასეთი „ობიექტური“ პარტიისგან შენიშვნას არ და ვერ მივიღებთ. რაც შეეხება სააკაშვილს და მის პოლიტმატიმრობას, ეს რომ მტკნარი სიცრუეა, ფაქტებით დასტურდება. რას გვეუბნება ევროპის ერთ-ერთი ცნობადი პარტია? „კანონის წინაშე პრივილეგირებული ადამიანები არსებობენ და ქართულმა სასამართლომ სააკაშვილთან დაკავშირებით მიკერძოებულად იმოქმედოს“, ასე არ გამოვა, პრეზიდენტობა სასჯელისგან თავის არიდების შესაძლებლობას არ იძლევა. სააკაშვილი არის დამნაშავე, რომლის ადგილიც ციხეშია.

 

რეზოლუციაში საუბარი, ასევე, გვარამიას შეეხება. არ გამიკვირდება კეზერაშვილიც მედია მენეჯერად და თავისუფალი სიტყვის შემქმნელად დაასახელონ, როგორი პარადოქსია, გვარამია რომელიც 2007 წელს ტელეკომპანიის დარბევის და დახურვის საქმის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურანტია დღეს მედია მენეჯერად იწოდება....

 

რაც შეეხება ივანიშვილის დასანქცირების საკითხს, ერთი მარტივი კითხვა მაქვს, რატომ/რისთვის ვასანქცირებთ? პიროვნულად არ მოგწონთ? ივანიშვილის გავლენა ქართულ პოლიტიკაზე არ აქვს, არ ფლობს არცერთ ფორმალურ თუ არაფორმალურ თანამდებობას, ერთადერთი რასაც აკეთებს ეს ქველმოქმედებაა, ევროპაში ქველმოქმედებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა თუ რა ხდება? რეზოლუციაზე საინტერესო ქართველი, პრემიერის მიერ განადგურებული ოპოზიციაა, გამოდის ეს ჩვენი ბრიყვი მელია და სიხარულით ამბობს, რა კარგია ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვესო. პარტია თავზე დაგამხვეს და რა გიხარია? კაცი „ხაბემ“ დაგასანქცირა“, - წერს ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner