logo_geo
eng_logo
ნინო ცხვარაძე: დღეს, ამ ქვეყანაში, ციხეში არავის ეპყრობიან არაადამიანურად! არავის ღირსებას არ ლახავენ!
- +

19 ნოემბერი. 2022. 17:22

 

 

ბათუმის საკრებულოს დეპუტატი, „ხალხის ძალის" წევრი ნინო ცხვარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„რას არ გაიგებ, ადამიანი! მესამე პრეზიდენტი მოწამლესო, ვარაუდობენ!

 

ალბათ, მკითხავები მოიწვიეს, ზოგმა კარტი გაშალა, ზოგმაც ყავის ფინჯანში ჩაიხედა და დასკვნაც წარმოადგინა!

 

დღეს, ამ ქვეყანაში, ციხეში არავის ეპყრობიან არაადამიანურად!!! არავის ღირსებას არ ლახავენ!!!

 

ვიწრო მეხსიერება გქონიათ, ბევრს!

 

დღეს სულხან მოლაშვილის დაბადების დღეა! იმ სულხან მოლაშვილის, რომელსაც არაადამიანურად მოექცა სისხლიანი რეჟიმი!!!

 

სამწუხაროდ, ბევრი სულხან მოლაშვილი იყო ამ ქვეყანაში!!!

 

დაგავიწყდათ?!

 

მე და საბედნიეროდ ბევრს - არა!!!“ - წერს ნინო ცხვარაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner