დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა.
ბრიტანეთის ლიდერ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
„ომის პირველივე დღეებიდან უკრაინა და დიდი ბრიტანეთი ძლიერი მოკავშირეები არიან.
დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ასევე გლობალური უსაფრთხოებისთვის.
ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ და სასურველ შედეგს მივაღწევთ“, - აცხადებს ზელენსკი.