logo_geo
eng_logo
გერმანიაში ქალაქის მერმა სტაჟიორი სამსახურიდან თავშლის ტარებისთვის გააგდო
- +

26 აგვისტო. 2016. 12:58



გერმანიის ქალაქ ლუკენვალდეს მერმა მერიის სტაჟიორი თანამშრომელი თავშლის ტარებისთვის სამსახურიდან გააგდო.


აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქის მერის ელიზაბეტ ჰერცოგ-ფონ დერ ვეიდეს თქმით, თავსაბურავის ტარება მერიის ნეიტრალობას არღვევს.



48 წლის პალესტინელი ქალბატონი მისი 6-კვირიანი სტაჟირების მეორე დღესვე გამოუშვეს სამსახურიდან. მერის მოთხოვნას - მოეხსნა თავსაბურავი, ქალბატონი არ დაემორჩილა, რის შემდეგაც მერმა ის სამსახურიდან გაუშვა, წერს გერმანული გამოცემა.



მე ვერ მოუძებნე მას შესაფერისი ფუნქცია მერიაში მას შემდეგ, რაც უარი თქვა თავსაბურავის მოხსნაზე, ისლამური თავსაბურავი რელიგიური ფანატიზმის გამომხატველია", - განაცხადა მერმა.


 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner