logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: გუშინ საპარლამენტო ტრიბუნიდან ირაკლი ღარიბაშვილს დაემუქრა, ჩემი სახით წარღვნა გიახლოვდება, დაგერხაო
- +

19 ნოემბერი. 2022. 18:54

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„აქა ამბავი ცუცურაკ ვაითისა!

 

გუშინ საპარლამენტო ტრიბუნიდან ირაკლი ღარიბაშვილს დაემუქრა, ჩემი სახით წარღვნა გიახლოვდება, დაგერხაო.

 

არა, გაიგონეთ?

 

პრემიერ-მინისტრს ეუბნება, დაგერხაო!

 

არადა... თვითონ დარხეული დაიბადა. რაც სამშობიაროდან გამოიყვანეს, ხან თავ-პირს უნგრევენ, ხან ნეკნებს უმტვრევენ, ხან აპანღურებენ.

 

რა ქნას?

 

ეგეთ უბედურ დღეზე გაჩნდა!

 

ამას წინებზე ერთ 30-კილოიან მოქალაქეს ებრიქებოდა, შენი წონა წიგნები მაქ წაკითხულიო. 30 კილო წიგნები... ჰა, ჰა, 10-15 ცალი იყოს. ამას ბევრი ჰგონია. პრინციპში, ამისთვის ბევრიც არი.

 

ცრუობს!

 

ხელში წიგნი არასდროს სჭერია!

 

ჩემი სახით წარღვნა გიახლოვდება, დაგერხაო!

 

მთხლეა და ცუნამობას იჩემებს, ეს ჩემის 1918-იანი!” - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner