ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„აქა ამბავი ცუცურაკ ვაითისა!
გუშინ საპარლამენტო ტრიბუნიდან ირაკლი ღარიბაშვილს დაემუქრა, ჩემი სახით წარღვნა გიახლოვდება, დაგერხაო.
არა, გაიგონეთ?
პრემიერ-მინისტრს ეუბნება, დაგერხაო!
არადა... თვითონ დარხეული დაიბადა. რაც სამშობიაროდან გამოიყვანეს, ხან თავ-პირს უნგრევენ, ხან ნეკნებს უმტვრევენ, ხან აპანღურებენ.
რა ქნას?
ეგეთ უბედურ დღეზე გაჩნდა!
ამას წინებზე ერთ 30-კილოიან მოქალაქეს ებრიქებოდა, შენი წონა წიგნები მაქ წაკითხულიო. 30 კილო წიგნები... ჰა, ჰა, 10-15 ცალი იყოს. ამას ბევრი ჰგონია. პრინციპში, ამისთვის ბევრიც არი.
ცრუობს!
ხელში წიგნი არასდროს სჭერია!
ჩემი სახით წარღვნა გიახლოვდება, დაგერხაო!
მთხლეა და ცუნამობას იჩემებს, ეს ჩემის 1918-იანი!” - წერს გელა ზედელაშვილი.