საქართველოს ნაკრები, კარდიფში, უელსზე განსაცვიფრებელი გამარჯვებით ისტორიას წერს - ასე ეხმიანება Daily Telegraph-ი ბორჯღალოსნების გამარჯვებას.
როგორც გამოცემა წერს, შესაძლოა უეინ პივაკის თანამდებობა ბეწვზე ჰკიდია მას შემდეგ, რაც მისი გუნდი საქართველოსთან პირველად დამარცხდა.
„ეს უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თამაში იყო უელსის რაგბის ისტორიაში. საქართველო ბრწყინვალე იყო და მოწოდება, რომ ბორჯღალოსნები 6 ერში ჩაერთოს, კიდევ უფრო ხმამაღალი გახდება მას შემდეგ, რაც მათ თავიანთ ისტორიაში ყველაზე დიდ შედეგს მიაღწიეს“, -აღნიშნულია სტატიაში.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტების მესამე მატჩი უელსის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და ანგარიშით 13:12 მოიგო.