logo_geo
eng_logo
გოგი მეშველიანი: ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ისეთ პროექტებს, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების, მით უფრო ქალების ინტეგრაციას
- +

19 ნოემბერი. 2022. 20:58

 

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან ერთად „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის“ პროექტის „ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა განათლებისა და საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა“ პრეზენტაციასა დაესწრო.

პროექტის მიზანია ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სკოლის მოსწავლეებისა და ახალგაზრდა გოგონებისთვისგენდერული თანასწორობის პრინციპების სწავლება, განათლების უფლების და საკუთრების უფლების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა .

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ისეთ პროექტებს, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების, მით უფრო ქალების ინტეგრაციას .“ -განაცხადა გოგი მეშველიანმა

პროექტის პრეზენტაცია ბოლნისის მუზეუმში გაიმართა და მას ასევე ესწრებოდნენ: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ქვემო ქართლში - ანარ სულეიმანოვი , საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი იამზე სვანიძე, სკოლის დირექტორები და პედაგოგები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ახალგაზრდები, მოსწავლეები და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია „ქალთა ფონდი საქართველოში“

right_banner right_banner
არქივი
right_banner