logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: დავინახეთ, რომ რადიკალური ოპოზიციის სცენარი უკვე უახლოვდება ფინალურ სტადიას - ამ წლების განმავლობაში რაც დათესეს იმას მოიმკიან
- +

19 ნოემბერი. 2022. 21:29

 

დავინახეთ, რომ რადიკალური ოპოზიციის სცენარი უკვე უახლოვდება ფინალურ სტადიას - ამ წლების განმავლობაში რაც დათესეს იმას მოიმკიან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ითხოვდნენ რიგგარეშე არჩევნებს და რიგგარეშე არჩევნები საკუთარ პარტიაში მიიღეს. ითხოვდნენ ჩვენი პოლიტიკური ლიდერების გადაყენებას - დღეს საკუთარი ლიდერების გადაყენებით არიან დაკავებულები. რაც უნდოდათ საქართველოსთვის, ზუსტად ის მიიღეს საკუთარ პარტიაში.

გუშინდელ საპარლამენტო სხდომაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენ ამ წლების განმავლობაში რეალური დემოკრატიული რეფორმები განვახორციელეთ. ეს გამოჩნდა გუშინ, რომ ოპოზიციას ამ პარლამენტში სოლიდური წარმომადგენლობა აქვს, ამდენი ოპოზიციური მანდატი პარლამენტში ოპოზიციას არ ჰქონია. სამწუხაროდ ეს არის ის რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც არ სურს იყოს ოპოზიცია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარეობისთვის სამი კანდიდატი იბრძოლებს - ლევან ხაბეიშვილი, ნიკა მელია და გიორგი მუმლაძე. შიდაპარტიული არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაახლოებით, სამ კვირაში ჩატარდება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner