logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: როდესაც საქართველოზე პასუხისმგებლობა ჰქონდათ, როდესაც „სახლი“ ებარათ - გადაწვეს, მტერსაც გაუკვირდებოდა, რაც ამ გუნდმა, ხელისუფლებაში ყოფნის დროს გააკეთა
- +

19 ნოემბერი. 2022. 21:30

 

მათ, როდესაც საქართველოზე პასუხისმგებლობა ჰქონდათ, როდესაც „სახლში“ ებარათ - „სახლი“ გადაწვეს და ყველაფერი გააკეთეს, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის საწინააღმდეგოდ და ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ შეეძლო ვინმეს გაეკეთებინა. მტერსაც კი გაუკვირდებოდა რაც ამ გუნდა, ხელისუფლებაში ყოფნის დროს გააკეთა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ისინი ითხოვენ რომ „სახლი“ ისევ მათ ჩაბარდეთ და როდესაც შიგნით ამის მხარდაჭერას ვერ იღებენ, ძირითადად დადიან და საზღვარგარეთ ეძებენ იმ მხარდაჭერას, რომელიც პარტიამ შიგნით უნდა მიიღოს. ზუსტად ეს არის ანომალია, რომ პარტია, რომელიც შიგნით გაკოტრებულია და ვერ ახერხებს ოპოზიციის როლი შეასრულოს.

გუშინ ვაშაძემ და ვაშაძის პოლიტიკურმა ჯგუფმა აჩვენა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ის უფრო მეტად შემძლეა და უფრო უკეთ შეუძლია პარლამენტში ოპოზიციური როლი შეასრულოს. გუშინ პაექრობა იყო ვაშაძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ ლიდერებს შორის“, - განაცხადა არჩილ თალკავაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner