logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით: ცენტრ „ემპათიის“ დასკვნა გასაჯაროებული არ არის და შესაბამისად ჩვენ მოკლებული ვართ რაიმე სახის შესაძლებლობას, კომენტარით ვუპასუხოთ ადვოკატის მიერ გაკეთებულ განცხადებას
- +

19 ნოემბერი. 2022. 22:15

 

ცენტრ „ემპათიის“ დასკვნა გასაჯაროებული არ არის და შესაბამისად ჩვენ მოკლებული ვართ რაიმე სახის შესაძლებლობას, კომენტარით ვუპასუხოთ ადვოკატის მიერ გაკეთებულ განცხადებას, -ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით ადვოკატის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას „ქრონიკაში“ განაცხადა.

ყველა დაინტერესებულ პირს უნდა მოვუწოდოთ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რომელიც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ამ განცხადებას, თუ ვინმე გააკეთებდა, უნდა მოეტანა შესაბამისი მტკიცებულებები. როგორც მოგეხსენებათ ცენტრი „ემპათიის“ დასკვნა გასაჯაროებული არ არის და შესაბამისად ჩვენ მოკლებული ვართ რაიმე სახის შესაძლებლობას, რომ კომენტარით ვუპასუხოთ ადვოკატის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

სახელმწიფო აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლება უზრუნველყოფილი იყოს“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია.

right_banner right_banner
არქივი
right_banner