ოლიმპიადიდან დაბრუნებული ქართველი სპორტსმენების შეხვედრის ღონისძიება დღეს 20:00 საათზე, ლისის ტბაზე გაიმართება.
შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობისა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, სპორტსმენების ოჯახის წევრები, პარაოლიმპიელები, სპორტული საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები და გულშემატკივრები დაესწრებიან.
ღონისძიება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით იმართება.