logo_geo
eng_logo
ოლიმპიადიდან დაბრუნებული სპორტსმენების შეხვედრის ღონისძიება დღეს ლისის ტბაზე გაიმართება
- +

26 აგვისტო. 2016. 13:02



ოლიმპიადიდან დაბრუნებული ქართველი სპორტსმენების შეხვედრის ღონისძიება დღეს 20:00 საათზე, ლისის ტბაზე გაიმართება.


შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობისა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, სპორტსმენების ოჯახის წევრები, პარაოლიმპიელები, სპორტული საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები და გულშემატკივრები დაესწრებიან.


ღონისძიება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით იმართება.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner