„The Washington Post"-ის ინფორმაციით, ჰილარი კლინტონმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს „რადიკალური ნაციონალიზმის ნათლია" უწოდა.
ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა თავისი რესპუბლიკელი მეტოქე დონალდ ტრამპი იმაში დაადანაშაულა, რომ ის „პუტინს ადიდებს და პრორუსულ პოლიტიკას ემხრობა".
როგორც ჰილარი კლინტონმა განაცხადა, დონალდ ტრამპი რუსეთის მიმართ ისე იქცევა, როგორც არასდროს მოქცეულა არც ერთი ამერიკელი პრეზიდენტი. ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მილიარდერი რასიზმშიც დაადანაშაულა.
თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა ჰილარი კლინტონს „ტოტალური შოვინისტი" უწოდა.
„ადამიანები, რომლებსაც სურთ, რომ მათ კანონებს პატივი სცენ, რომ მათი საზღვრები დაცული იყოს, რასისტები არ არიან", - აღნიშნა ტრამპმა.