უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსს, ანდრეი ერმაკს მიაჩნია, რომ უკრაინა ვერ შეძლებს რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის დასრულებას მომავალი წლის გაზაფხულზე.
ერმაკმა ეს განაცხადა ჰალიფაქსში უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე გამოსვლისას, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ვოლოდიმირ გავრილოვის განცხადებებზე კომენტირებისას გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ „უკრაინულ ძალებს შეუძლიათ, დაბრუნდნენ ყირიმში დეკემბრის ბოლომდე და რუსეთთან ომი გაზაფხულზე დასრულდება“.
„როგორც ჩანს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ეს ფრაზა სიზმარია. რა თქმა უნდა, მილიონობით უკრაინელი ოცნებობს, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. თუმცა, უფრო რეალისტური ვიქნები... ომი გრძელდება და მე არ ვარ მზად, დავასახელო ზუსტი დღე და დრო, როდის გავიმარჯვებთ. მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება“, - აღნიშნა ერმაკმა.