კახეთში, მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ის ამ დრომდე კლინიკაში მართვით სუნთქვაზე რჩება. მკურნალი ექიმის თქმით, პაციენტს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.
მკვლელობა გუშინ, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მოხდა. კონფლიქტი სუფრაზე დაიწყო, რომელიც სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. ბრალდებულმა, 25 წლის კაცს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები ყელის არეში მიაყენა. ის ადგილზე გარდაიცვალა. დაპირისპირების მიზეზი მათ შორის წარსულში მომხდარი კონფლიქტი სახელდება. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.