„საქართველომ სეისმური რაგბის შოკი მოახდინა, რადგან მატკავას დაგვიანებული პენალტი აოცებს უელსს“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული გამოცემა The Guardian და საქართველო-უელსის თამაშს ეხმაურება.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მსოფლიო ჩემპიონატამდე 10 თვით ადრე, უელსმა ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მარცხი განიცადა. უელსმა მიმდინარე წელს 11 თამაშიდან მხოლოდ სამი მოიგო.
„ლუკა მატკავას შორ მანძილზე შესრულებულმა ჯარიმამ ორ წუთში უელსს განუზომელი ტკივილი მიაყენა“, - წერს Guardian.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები კარდიფში TIER 1-ის გუნდ უელსის ნაკრებს დაუპირისპირდა და დაძაბულ მატჩში 12:13 დაამარცხა.