logo_geo
eng_logo
ირაკლი ბერაია: საფრანგეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და ჩვენი ამოცანაა კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობები
- +

20 ნოემბერი. 2022. 18:57

 

 

 

მადრიდში მიმდინარე NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია  საფრანგეთის დელეგაციას შეხვდა.

 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, შეხვედრაზე მხარეებმა  რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე  და ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შემდგომ  გაძლიერებაზე ისაუბრეს.

 

აღინიშნა  საქართველოს NATO-ში გაწევრების მნიშვნელობა და პროგრესი, რომელიც საქართველოს  NATO-ში და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე აქვს.

 

„საფრანგეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და ჩვენი ამოცანაა ამ ქვეყანასთან კიდევ უფრო გავაღრმავოთ და გავაფართოვოთ ურთიერთობები, მათ შორის, განსაკუთრებით ეს ეხება პარლამენტთაშორის ურთიერთობებს“, - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

 

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, ირაკლი ბერაიასთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები: ვლადიმერ ჩაჩიბაია და თეონა აქუბარდია შედიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner