„იმედის კვირა“ ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობის პროცესით დაინტერესდა და ამ თემაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს გაესაუბრა.
„გახსოვთ, რომ ბევრს არ სჯეროდა თუნდაც იმ ამბიციური გეგმის, რომელიც ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობას უკავშირდებოდა. დღეს ყველას შეუძლია ნახოს, რომ მიმდინარეობს სამუშაოები“, - განაცხადა რიჟვაძემ.
შავ ზღვაზე პალმის ხის ტოტებივით გაშლილი ტყუპი ნახევარკუნძული - ამბასადორი ბათუმი აილენდი, ისტორიული ქალაქის თანამედროვე განვითარების ახალი გზაა და ბათუმის, რეგიონის ახალ ბიზნეს ცენტრად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
ამ მასშტაბურ პროექტზე საერთაშორისო მედიაც წერს, რომ ბათუმის სანაპიროსთან 80 ჰექტარზე კუნძულის მშენებლობა მოწინავე ტექნოლოგიებით იქნება დიდი სამშენებლო გამოცდილება. ამასთან, შექმნის თანამედროვე კომერციულ, რეკრეაციულ, საცხოვრებელ ინფრასტრუქტურას და 2000 სამუშაო ადგილს