logo_geo
eng_logo
სავარაუდოდ, თანატოლებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად ზუგდიდში არასრულწლოვანი მოკლეს
- +

20 ნოემბერი. 2022. 22:24

 

ზუგდიდში არასრულწლოვანი სავარაუდოდ, თანატოლებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად მოკლეს.

შემთხვევა ზუგდიდში, მესხიას ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო სტადიონთან მოხდა. არასრულწლოვანი სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მას სასიკვდილო ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული და არასრულწლოვანი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ უძღოდა თანატოლებს შორის ურთიერთშელაპარაკება. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე უკვე დააკავეს ინციდენტის მონაწილე და დაჭრაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner