logo_geo
eng_logo
The Washington Post: კოლორადოში, LGBTQ კლუბში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, დაიღუპა 5 და დაშავდა 25 ადამიანი
- +

21 ნოემბერი. 2022. 10:41

 

 

შაბათს ღამით, კოლორადოში შეიარაღებულმა მამაკაცმა გეი და ლესბოსელების ღამის კლუბში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა.

 

The Washington post-თან ინტერვიუში ბარის ერთ-ერთი მფლობელი აცხადებს, რომ სროლა მანამდე გაგრძელდა, სანამ კლუბის ერთ-ერთმა მეპატრონემ არ დაიმორჩილა შეიარღებული მამაკაცი.

 

ბარის მეპატრონის თქმით, პოლიცია სამი წუთის შემდეგ მივიდა შემთხვევის ადგილზე.

 

ჩანაწერების გადამოწმების შემდეგ, კლუბის მეპატრონე ამბობს, რომ ეჭვმიტანილი მათ კლუბში მანამდე არასდროს ყოფილა.

 

კლუბმა Q-მ აღნიშნულ ძალადობას, რომელიც ტრანსგენდერთა ხსოვნის დღეს მოხდა, „სიძულვილის თავდასხმა“ უწოდა.

 

იყო თუ არა სროლა სიძულვილის დანაშაული, ოფიციალური პირების განცხადებით, ამას გამოძიება დაადგენს.

 

მათივე თქმით, დაკავებულს მკვლელობის მუხლით წაუყენებენ ბრალს.

 

ეჭვმიტანილი 22 წლის კაცია, რომელიც ადრე ბომბის გამოყენების მუქარისთვის იყო დაკავებული. პოლიციის სპიკერმა, ლეიტენანტმა პამელა კასტრომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეჭვმიტანილი მიღებული დაზიანებების გამო საავადმყოფოში მკურნალობს. მან გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებითი კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

 

ლგბტქ უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ მომხდარის ერთ-ერთი მიზეზი ანტილგბტქ რიტორიკისა და კანონების ზრდაც არის. კლუბის ერთ-ერთი მფლობელის თქმით, თავდასხმის შემდეგ მათ სათვალთვალო კამერები ამოიღეს, სადაც ჩანს, რომ  შეიარაღებულმა კაცმა შენობაში შესვლისთანავე სროლა დაიწყო, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, ორი ათეული კი დაშავდა. მათ შორის არიან კლუბის თანამშრომლები და მომხმარებლები.

 

https://www.washingtonpost.com/nation/2022/11/20/colorado-springs-lgbtq-clubq-shooting/?fbclid=IwAR0oARAe5iVpqkMuDKOx8bAqsroI08tx9nppWDwY4KHlimVt0qCpeFFcFeA

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner