logo_geo
eng_logo
პოლიციამ ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
- +

21 ნოემბერი. 2022. 11:15

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2005 წელს დაბადებული ე.ც., არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

 

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს - 2007 წელს დაბადებულ ს.მ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ე.ც. მომხდარიდან მალევე, ზუგდიდში დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - წერია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner