დღეს, 26 აგვისტოს, ელექტროგადამცემ ხაზზე სათაფლია და ქ/ს ზუგდიდი 220-ში, მიმდინარე სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოების გამო, 13:00-დან 16:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანის 505 აბონენტს, ხოლო 17:00-დან 19:00 საათამდე - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების: რუხის და აბასთუმანის 1439 აბონენტს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება. აღნიშნული შეფერხების გამო „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.