logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი სააკაშვილზე: გადაიყვანეთ საკანში, ამას არაფერი სჭირს საიმისო, სასჯელი ძვირადღირებულ პალატაში მოიხადოს
- +

21 ნოემბერი. 2022. 13:02

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის პოსტს ეხმიანება:

 

და განა ჩვენ სხვას ვამბობდით?!

 

გადაიყვანეთ საკანში, ამას არაფერი სჭირს საიმისო, სასჯელი ძვირადღირებულ პალატაში მოიხადოს.

 

როცა თავისუფლებაზე გამოეთრევა, იტრაბახებს, ვიჯექიო.

 

ეგ არ ზის, წევს!

 

წელიწადზე მეტი გვაბოლა, ვინც კი გასინჯა, ყველამ ხელი ჩაიქნია. მარტო ვინმე ჯიშკარიანი, ვარელი, შენელებული შალო და გიულ-დედული არიან ერთ ჭკუაზე - არიქა, ცუდათ არი, მოწამლეს, ძვლები აქვს გამოსაცვლელიო. ძვლები კი არა, თავში ჭანჭიკები აქვს გამოსაცვლელი, მაგრამ მსოფლიო მედიცინა უძლურია, ამ ეტაპზე ჭანჭიკებს ვერც ცვლიან, ვერც არეგულირებენ.

 

აეგრე! - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner