logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე შშმ პირთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საკითხის დარეგულირების მიზენით აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა
- +

21 ნოემბერი. 2022. 13:15

 

 

ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეულ სარჯველაძე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა იმ სისტემაში გარკვევა, რომლის მიხედვითაც ხორციელდება 18 წელს მიღწეული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გაწვევა სამხედრო სამსახურში.

 

„მნიშვნელოვანია, ზუსტად ვიცოდეთ ის მდგომარეობა, რომელიც ამ თვალსაზრისით არსებობს სახელმწიფოში, რათა  დროულად ხდებოდეს ინფორმაციის მიმოცვლა იმისათვის, რომ   შშმ პირების უსაფუძვლოდ  გაწვევა არ ხორციელდებოდეს,  მათ არ უწევდეთ საჭირო დოკუმენტების წარდგენა და ბიუროკრატიულ პროცესებში ჩართვა. შესაბამისად,  განვიხილეთ არსებული რეგულაციები, თუ სად შეიძლება არსებობდეს ნაკლოვანებები და რისი გაუმჯობესების შესაძლებლობა არსებობს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

შეხვედრა ში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს და  პერსონალური მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner